პუტინი-ტრამპის შეხვედრის საკითხზე რუსეთს ამერიკელებისგან სიგნალი ჯერ არ მიუღია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთს შეერთებული შტატებისგან რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების კონტაქტებთან დაკავშირებით, სიგნალები ჯერ არ მიუღია.
„ამ დროისთვის ჩვენ არ მიგვიღია სიგნალები ამერიკელებისგან, ამიტომ, როგორც ამბობენ, მზადყოფნა ამერიკელებზეა. ამას დრო დასჭირდება“, – განაცხადა პესკოვმა დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც ტრამპი-პუტინის შეხვედრას ეხებოდა.
მანამდე კი, კრემლის ლიდერმა ტრამპთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მზად არის ისაუბროს ყველა იმ სფეროზე, რომელიც ორივე ქვეყნის ინტერესს წარმოადგენს.