top_leaderboard

უკრაინული მედია: რუსეთის მიერ ხარკოვის ოლქის დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის დაბომბვას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსეთმა კუპიანსკზე ფუგასური ავიაბომბები ჩამოგდო. დაბომბვას ნგრევა მოჰყვა. თავდაპირველად მაშველებმა ნანგრევებიდან მძიმედ დაშავებული ქალბატონი ამოიყვანეს, თუმცა მოგვიანებით ორი გვამი აღმოაჩინეს.

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, გარდაცვლილები 95 და 72 წლის ქალბატონები არიან.

ასევე იხილეთ