ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დე ლა ფუენტესთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ლუის დე ლა ფუენტესთან. ახალი ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. ეს ნიშნავს, რომ დე ლა ფუენტე უხელმძღვანელებს გუნდს ევრო 2028-ზე და შეეცდება 2024 წელს მოპოვებული ტიტულის შენარჩუნებას.
მწვრთნელის მიმდინარე კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.
დე ლა ფუენტე ესპანეთის ნაკრებს 2022 წლის დეკემბერში ჩაუდგა სათავეში ლუის ენრიკეს გადადგომის შემდეგ. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ევრო 2024-ის ჩემპიონი გახდა.