top_leaderboard

ზელენსკი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა, სადაც აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პოლონეთში ზელენსკი გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ანტონიუ კოშტასთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მონაწილეობა ღონისძიებაში ჯერ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ვინაიდან გასული წლის 21 ნოემბერს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა. პოლონურ მხარეს არაერთხელ განუცხადებია, რომ ნეთანიაჰუს ჩამოსვლის შემთხვევაში, მას არ დააპატიმრებენ.

ასევე იხილეთ