top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: საომარი პროცესის შეჩერება ბევრს არ აწყობს

საქართველო როგორც გეოგრაფიულად ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე მყოფი ქვეყანა არის ყურადღების ცენტრში და ყველას უნდა, [ამ ქვეყანას] ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ცალ ფეხზეც იხტუნავებს და ყურმოჭრილი მონის როლსაც შეასრულებს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ მაგრამ საბოლოო ჯამში, საღი აზრი გაიმარჯვებს და საქართველო სამშვიდობოს გავა.

ცვლილებების პროცესი დაიწყო ევროპის წამყვან ქვეყნებში, გერმანიაში, საფრანგეთში; იტალიაში საკმაოდ ჩამოყალიბებული კონსერვატიული ხედვის ხელისუფლებაა, ხორვატიაში ჩატარდა არჩევნები, რუმინეთში რა მოხდა არავინ იცის. პროცესები მიმდინარეობს და აშშ-ის საკმაოდ ხისტი გამონათქვამები ისმის ევროპული სტრუქტურების მიმართ. ამ რთულ სიტუაციაში ნებისმიერი მცირედი რყევაც კი პატარ ქვეყანაზე შეიძლება ძალიან სერიოზული ზემოქმედების ფაქტორი აღმოჩნდეს. აქედან გამომდინარე, რასაც თქვენ ეძახით ხელების ამოტრიალების პოლიტიკას – ეს არის ერთ-ერთი გამოხატულება ბრძოლისა, რომელიც დღეს გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებზე იყოს კონცენტრირებული. გარედან საკმაოდ არაკეთილგანწყობილი პოლიტიკოსების ჯგუფია, რომელთაც თავისი ქვეყნის ინტერესი აქვთ, რომელიც კონცენტრირებულია მეორე ფრონტის თემაზე. საომარი პროცესის შეჩერება ბევრს არ აწყობს. აქედან გამომდინარე, საქართველო როგორც გეოგრაფიულად ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე მყოფი ქვეყანა არის ყურადღების ცენტრში და ყველას უნდა, [ამ ქვეყანას] ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ცალ ფეხზეც იხტუნავებს და ყურმოჭრილი მონის როლსაც შეასრულებს. ეს არის არსი იმ დაპირისპირებისა, რომელიც ჯერჯერობით დიპლომატიურ პასპორტებზე აისახა, მაგრამ საბოლოო ჯამში, საღი აზრი გაიმარჯვებს და ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს გავა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

ასევე იხილეთ