top_leaderboard

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩშიც დაამარცხა. ავთანდილ ასათიანის გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

ზუსტი დარტყმები შოთა თოფურიას, გიორგი ჩიმაკაძის და ვახტანგ ჯვარაშვილის ანგარიშზეა.

რუმინეთთან ამხანაგური შეხვედრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი მატჩებისთვის მოსამზადებელი ეტაპის ნაწილი იყო. 11 აპრილს, ჩვენი გუნდი კოსოვოს ესტუმრება, ხოლო 16 აპრილს საფრანგეთს უმასპინძლებს.

ასევე იხილეთ