„ლივერპულის“ მარცხის შემდეგ სალაჰი აღარ არის „ოქროს ბურთის” ფავორიტი
ჩემპიონთა ლიგის მერვერდფინალური ეტაპის სამშაბათის განმეორებითი მატჩების შემდეგ შეიცვალა ბუკმეიკერთა ფავორიტი 2025 წლის „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში.
ტურნირიდან „ლივერპულის“ გამოვარდნის შემდეგ, მოჰამედ სალაჰმა დაკარგა პირველი ადგილი. მას გაუსწრო „რეალის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ. გარდა ამისა, ტოპ-სამეულიდან გამოვარდა მბაპეს თანაგუნდელი ვინისიუსი და მისი ადგილი „ბარსელონას“ შემტევმა რაფინიამ დაიკავა.
ბუკმეიკერთა ფავორიტები 2025 წლის „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში:
- კილიან მბაპე (რეალი) – 3.00
- მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) – 3.75
- რაფინია (ბარსელონა) – 4.00
- ვინისიუსი (რეალი) – 10.00
- უსმან დემბელე (პსჟ) – 15.00
- ლამინ იამალი (ბარსელონა) – 17.00
- ჰარი კეინი (ბაიერნი) – 19.00
- ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 26.00
- რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) – 34.00
დანარჩენები – 41.00