„პარი სენ-ჟერმენთან“ შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ალექსანდერ-არნოლდი ინგლისის ლიგის თასის ფინალს გამოტოვებს
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, „პარი სენ-ჟერმენთან“ მიღებული ტრავმის გამო ინგლისელი მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი „ლივერპულს“ კვირას გასამართ ინგლისის ლიგის თასის ფინალში ვერ დაეხმარება.
ალექსანდერ-არნოლდმა დაზიანება შეხვედრის მეორე ტაიმში მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, მის ნაცვლად კი თამაშში ჯარელ ქუანსა ჩაერთო.
საბოლოოდ, პარიზულმა კლუბმა „ლივერპული“ პენალტების სერიაში 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც „ასტონ ვილა“-„ბრიუგეს“ წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.
რაც შეეხება ინგლისის ლიგის თასის ფინალს, კვირას, 16 მარტს „ლივერპული“ უემბლის სტადიონზე „ნიუკასლს“ შეხვდება.