top_leaderboard

„დინამოს თბილისის“ რეგიონალური ნაკრები ლიეტუვაში გაემგზავრა

„დინამო თბილისის“ აკადემიის რეგიონალური ნაკრები ლიეტუვაში გაემგზავრა და ვილნიუსში „ატეიტის თასზე“ იასპარეზებს.

ტურნირი 14-16 მარტს გაიმართება. ჯგუფში დინამოელების მეტოქეები ლატვიური „მარუპესი“, ესტონური „მაარდუ“, უკრაინული „ნივა“ და ლატვიური „ლიეპაია“ იქნებიან.

რეგიონული სკოლების პროექტი 2022 წლიდან ხორციელდება და დღეისათვის თბილისური კლუბის აკადემია 28 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს. პროექტში ჩართულია 1700-მდე ფეხბურთელი და 70 მწვრთნელი. ყოველწლიურად 10 რეგიონალური ფესტივალი ტარდება, ხოლო რაც შეეხება ტალანტებს – სანდრო გულუამ უკვე მოახერხა აკადემიის გუნდში მოხვედრა.

რეგიონული გუნდების მწვრთნელებისთვის წელიწადში ორჯერ „დინამოს“ აკადემიაში ხელმისაწვდომია სემინარები. უკვე ტრადიციაა საწვრთნელი პროცესის ყოველთვიური მონიტორინგი, რეგიონული ფესტივალის ორგანიზება და რეგიონული ნაკრების დაკომპლექტება. მწვრთნელებისა და ფეხბურთელების დინამოს ეკიპირებით შემოსვა.

ასევე იხილეთ