top_leaderboard

ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინიქსის ჩელენჯერის ტურნირს გამოეთიშა

ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში, ფინიქსის ჩელენჯერის ტურნირს პირველ წრეში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ კორენტინ მუტესთან ორ სეტში, 3:6, 2:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა აღნიშნული ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის ორი მატჩი მოიგო, მან ფრანგი ატმანე და იაპონელი ტარო დანიელი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელმა მიმდინარე წელს ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ეტაპზეც ითამაშა და საკვალიფიკაციო ეტაპიდან ინდიან ველსის პრესტიჟული 1000-ქულიანი მასტერსის პირველ წრეშიც გავიდა.

ამ მომენტისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში 412 ქულით 152-ე პოზიციას იკავებს.

ასევე იხილეთ