ანრი ოხანაშვილი ქუთაისის №2 და გეგუთის №14 პენიტენციურ დაწესებულებებს ესტუმრა
იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, მოადგილეებთან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ქუთაისის №2 და გეგუთის №14 პენიტენციურ დაწესებულებებს ესტუმრა. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილი გაეცნო თანამშრომელთა სამუშაო პირობებს, მოისმინა მათი საჭიროებები და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინისტრმა, ასევე, მოინახულა მსჯავრდებულთა საცხოვრებელი სივრცეები და პენიტენციურ დაწესებულებებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.