რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვზივარ კაფეში, ბათუმის ბულვარში!
ბავშვებმა შეუკვეთეს შემწვარი კარტოფილი.
მოვიდა ოფიციანტი, მოიტანა ორი ფაიფურის ჯამით კარტოფილი.
ვეკითხები, სადაა თეფშები?!
მპასუხობს, ყველა ხელით ჭამს და თქვენ რაში გჭირდებათ დანა ჩანგალიო?!
დაისვენეთ საქართველოში!
კაფეს სახელწოდებაა „ჩიტო-გვრიტო“!“ - წერს დოლიძე.