კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა. მაშველები ტურისტ გოგონას ეძებენ, რომელიც, სავარაუდოდ, ზვავის ქვეშ მოყვა.
ზვავი დაახლოებით 1 საათის წინ, საძელის ტერიტორიაზე, აკრძალულ ზონაში ჩამოწვა.
აგილობრივი სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ტურისტთა 4 კაციანი ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა.