ტონის რიგით 72-ე დაჯილდოებიც ცერემონიაზე, ლეგენდარულმა ამერიკელმა მსახიობმა, რობერტ დე ნირომ სიტყვით გამოსვლის მთავარი აქცენტი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე გააკეთა.
Fuck Trump - დე ნიროს მიერ ტრამპის უცენზურო სიტყვებით მოხსენიებას დარბაზში შეკრებილი ვარსკვლავები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
რა თქმა უნდა ეს ამბავი ტრამპის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და როგორც მოსალოდნელი იყო, დე ნიროს twitter-ზე გამოეხმაურა.
„რობერტ დე ნიროს ძალიან დაბალი IQ აქვს, ფილმებში კრივის დროს, ძალიან ბევრჯერ მოხვდა თავში. წუხელ ვუყურე და მიმაჩნია, რომ დარეტიანებულია ამდენი დარტყმისაგან. ალბათ, ის ასე არ ფიქრობს", - წერს ტრამპი.