ზელენსკი: მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა მშვიდობის გლობალურ სამიტში
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მშვიდობის გლობალურ სამიტს შეუძლია და უნდა დაამტკიცოს, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია განსაზღვროს, როგორ უნდა იცხოვროს მსოფლიომ.
„მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა მშვიდობის გლობალურ სამიტში. მშვიდობის სამიტს შეუძლია და უნდა დაამტკიცოს, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია განსაზღვროს, როგორ უნდა იცხოვროს მსოფლიომ. ეს უნდა განსაზღვროს მსოფლიოს უმრავლესობამ – ერთად, საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, გაეროს წესდების საფუძველზე, მშვიდობის ჩვენი ფორმულის საფუძველზე, რომელიც უბრუნებს საერთაშორისო სამართლის ეფექტურობას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.