დავით მათიკაშვილი: გუშინდელი აქციის დროს გამოვლენილ ვანდალიზმზე სრული პასუხისმგებლობა უნდა აიღოს რადიკალურმა ოპოზიციამ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, გუშინდელ აქციაზე რადიკალურმა ოპოზიციამ და პროტესტანტების ნაწილმა არა ევროპულობის კარგი მაგალითი აჩვენეს.
„სახე, რომელიც გუშინ აჩვენა რადიკალურმა ოპოზიციამ და იმ პროტესტანტების იმ ნაწილმა, რომელსაც გულწრფელ პროტესტს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, იყო კარგი მაგალითი არა ევროპულობის, ყოველგვარი ღირებულებების ფეხქვეშ გათელვის, ქვეყნის სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გალაშქრების. სრული პასუხისმგებლობა გუშინდელ ვანდალიზმზე უნდა აიღოს რადიკალურმა ოპოზიციამ, იქ მყოფმა ოპოზიციურმა ლიდერებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც სწორედ რომ საქართველოში შემოდინებული შავი ფულით, რომელიც „ენჯეო“ სექტორით მოედინებოდა, წვრთნიდნენ და ამზადებდნენ ცალკეულ პირებს, ადამიანებს, რომ დადგებოდა ეს მომენტი და მათ ძალიან სურდათ ეს მომენტი დამდგარიყო, თავი გამოეჩინათ და სახელმწიფოს, პოლიციის პარლამენტის წინააღმდეგ ებრძოლათ“, – განაცხადა მათიკაშვილმა.