გაეროში ისრაელის ელჩი: ისრაელის მთავრობა იმედგაცრუებულია აშშ-ის მიერ ისრაელისათვის იარაღის მიწოდების შეჩერებით
გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა განაცხადა, რომ ისრაელის მთავრობა იმედგაცრუებულია აშშ-ის მიერ ისრაელისათვის იარაღის მიწოდების შეჩერებით.
„ეს გადაწყვეტილება იმედგაცრუებას იწვევს. ვერ მოიგებ ომს, თუ არ მისცემ ისრაელს ომის მოგების საშუალებას“, – აღნიშნა გაეროში ისრაელის ელჩმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასულ კვირას ისრაელს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა. თეთრი სახლის ადამინისტრაციის ეს გადაწყვეტილება, ისრაელის რაფაჰში დაგეგმილ სამხედრო ოპერაციაზე შეშფოთებას უკავშირდებოდა.