მამუკა მდინარაძე უჩა აბაშიძის საქმეზე: ნაცზე უარესი ნაცობა ჩაიდინეს

“ნაცზე უარესი ნაცობა ჩაიდინეს. ოჯახის წევრის მონაწილეობით ინტიმურ სცენებს იღებდა ჩუმად ადამიანი და ამ ფაილებს აგროვებდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვის დროს უჩა აბაშიძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

“წარმოუდგენელი რამაა. ქართველობაზე, ვაჟკაცობასა და ღირსებაზე გველაპარაკებიან და ერთ-ერთი ორგანიზატორი ამით იყო დაკავებული. ვინ რა იცის ვინ რომელი ჩანაწერის, შანტაჟის და მუქარის ქვეშ გამოვარდება და რუსული კანონიო ყვირის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

9 მაისს ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. ბლოგერსა და სამხედრო ექსპერტს ბრალი ორი მუხლით ოფიციალურად წარუდგინეს. მას გამოძიება იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ახლა უკვე ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვებას და შენახვას ედავება. ამავე მუხლით დაკავებულია ბლოგერის მეუღლე მარიამ იაშვილიც.

ასევე იხილეთ