მამუკა მდინარაძე: დაბრძანდნენ პატივცემულები და პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები

“დაბრძანდნენ პატივცემულები და პრეზიდენტთან ერთად მოამზადონ მოტივირებული შენიშვნები. მაინტერესებს რას ჩაწერენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

“საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას აინტერესებს, რას ჩაწერენ მოტივირებულ შენიშვნებში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს. ოდნავ რაციონალური, ოდნავ საღ აზრთან მიახლოებული თუ იქნება, ვიმსჯელოთ ამაზე და შეიძლება გავითვალისწინოთ კიდეც. რა არ ვარგა კანონში, ერთი წინადადება მაინც გვითხრან და იმ ერთ წინადადებაზეც კი ვიმსჯელებთ. ამაზე კარგი წინადადება რა შეიძლება იყოს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ