მამუკა მდინარაძე გამჭვირვალობის კანონპროექტზე: ეს კანონი ამ ქვეყანას სჭირდება

“ეს კანონი ამ ქვეყანას სჭირდება, ეს კანონი ამ ქვეყნის სუვერენიტეტს სჭირდება, ეს კანონი სჭირდება მოქალაქეთა ინფორმირებას და არა სახელმწიფოს ინფორმირებას”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვის დროს გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

“როცა ასეთი კონკრეტული მაგალითი გაქვს, რომ, შვიდმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დროის რაღაც მონაკვეთში მიიღო 15 მილიონი ლარი და დახარჯა 85 მილიონი. ოდნავ მოაზროვნე ადამიანს ხომ უნდა გაგიჩნდეს კითხვა, 15 მილიონი შემოსავალი რომ დაუფიქსირდა და 85 მილიონი ხარჯი, არ გაინტერესებს საიდან?! მოქალაქეებისთვის უნდა იყოს გამჭვირვალე და შემდეგ მოქალაქეები დასკვნას გააკეთებენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ