მარინა ლობჟანიძე: ნებისმიერი დაპირისპირების პრევენცია არის მშვიდ გარემოში საუბარი
“ნებისმიერი დაპირისპირების პრევენცია არის მშვიდ გარემოში საუბარი”, – განაცხადა საზოგადოება „ქართულის“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა მარინა ლობჟანიძემ „დღის ქრონიკაში“.
„ნებისმიერი დაპირისპირების პრევენცია არის მშვიდ გარემოში საუბარი ამა თუ იმ დეტალების ახსნა-განმარტებით. გუშინ სრულიად საქართველომ იზეიმა ოჯახის სიწმინდის დღე. ორივე მხარე ცდილობდა, წარმოეჩინა თავისი უპირატესობა. მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე რომელიმე მხარისთვის იყოს მიუღებელი. ხომ შეიძლება, ამ მოვლენას შევხედოთ ისე, რომ აქ ორივე მხარე იყო ჩართული – ოპოზიციაც და პოზიციაც. აქ აუცილებლად იქნებოდნენ ის ბავშვები, რომლებმაც აღდგომის ღამე ქაშვეთთან გაათენეს. ქართველისთვის სიტყვა “ოჯახი” არის ყველაზე თბილი, ყველაზე კომფორტული. ჩვენი ახალგაზრდები ძალიან განსხვავებულები და ლაღები არიან. საერთოდ, ახალგაზრდა ძალიან ემოციურია და ადვილია მისი აყოლა რაღაცებში. მგონია, რომ საჭიროა საუბრები, ახსნა-განმარტება“, – განაცხადა მარინა ლობჟანიძემ.