გიორგი ნემსაძე: ფედერაციის არჩევნებში გამარჯვებიდან ერთ საათში უშუალოდ ვესაუბრე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მთხოვა, გადავმდგარიყავი

ვეტერანმა ფეხბურთელმა, გიორგი ნემსაძემ „იმედის კვირასთან“ ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მისი გამარჯვების ფაქტთან დაკავშირებული დეტალები გაიხსენა. კერძოდ, თუ როგორ დაურეკა ფედერაციის არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მას გადადგომა მოსთხოვა.

„არჩევნებში გამარჯვებიდან ერთ საათში პრეზიდენტმა ტელეფონზე გასაუბრება მთხოვა, შეხვედრის საშუალება არ იყო. მთხოვა, რომ მეორე ყრილობა გამომეცხადებინა, რადგან შიდა დაპირისპირება მაქვსო ჩემს გუნდში და არ მინდა, ფეხბურთმა დიდი განხეთქილება შეიტანოსო და თავზე დამენგრესო რაღაც! ტელეფონზე უშუალოდ ვესაუბრე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. მთხოვა, გამოაცხადე ყრილობა და კიდევ მითხრა, „რუსთავი 2“-ში 15:00-საათიან „კურიერში“ უნდა მოასწრო სასწრაფოდო.

მერე გავიგე, რომ ერთ-ერთ ჯგუფს ულტიმატუმი წაუყენებია, რომ 18:00 საათზე უკვე, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციაში ვიქნებით, თუ ნემსაძე გადადგომას არ გამოაცხადებსო“, – განაცხადა ვეტერანმა ფეხბურთელმა.

ასევე იხილეთ