ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაში არსებულ გადანაცვლებაზე: ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დაანონსება

წინასაარჩევნოდ ოპოზიციაში არსებულ გადანაცვლებებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ეხმიანება და ამბობს, რომ ამაში ახალი არაფერია.

“ეს არის ჩვეულებრივი “ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დაანონსება. არც არავინ შემატებიათ ისეთი, რომელიც მანამდე არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა – „ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს. ასევე, პარტიის ყრილობაზე წარადგინეს ახალი სახეები – ყოფილ მმართველ ძალას შეუერთდნენ თამარ კორძაია, არმაზ ახვლედიანი, გია ჯაფარიძე, ლაშა ბაქრაძე.

 

ასევე იხილეთ