ენტონი ბლინკენი: აშშ-ის დახმარება უკრაინისთვის შენარჩუნდება ნებისმიერი ადმინისტრაციის დროს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა კოლორადოში გამართულ Aspen Security Forum-ზე განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკის კონგრესში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, შესაბამისად მის მიმართ დახმარება ნებისმიერი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დროს შენარჩუნდება.

„ჩვენ ვხედავთ უკრაინის ძლიერ ორპარტიულ მხარდაჭერას კონგრესში. მე ვფიქრობ, რომ ეს მხარდაჭერა შენარჩუნდება. ნებისმიერი ადმინისტრაცია, მე ვფიქრობ, ამას გაითვალისწინებს“, – თქვა მან.

ბლინკენმა ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რას იზამს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერას შეწყვეტს.

„თუ ჩვენ გავჩერდებით, უკან დავიხევთ, ვუღალატებთ უკრაინას, რას იზამს პუტინი? ის გააძლიერებს აგრესიას და, შესაძლოა, ისარგებლებს შანსით და წარმატებას მიაღწევს იქ, სადაც დღემდე წარუმატებელი იყო. ის უკრაინაზე არ გაჩერდება. სავარაუდოდ, ის რეგიონის სხვა ქვეყნებსაც თავს დაესხმება, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეებს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ