ნანა კაკაბაძე: შუაგულ ევროპაში, სადაც ადამიანის ღირებულებები და უფლებები უნდა იყოს ყველაზე მეტად დაცული, ჩვენ გადავაწყდით მოვლენას, სადაც სწორედ რელიგიური გრძნობები იყო ფეხქვეშ გათელილი
შუაგულ ევროპაში, სადაც ადამიანის ღირებულებები და უფლებები უნდა იყოს ყველაზე მეტად დაცული, ჩვენ გადავაწყდით მოვლენას, სადაც სწორედ რელიგიური გრძნობები იყო ფეხქვეშ გათელილი, – ასე გამოეხმაურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც პარიზში ოლიმპიურ თამაშებზე ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიის გატარების შესახებაა საუბარი.
„შუაგულ ევროპაში, სადაც ადამიანის ღირებულებები და უფლებები უნდა იყოს ყველაზე მეტად დაცული, ჩვენ გადავაწყდით მოვლენას, სადაც სწორედ რელიგიური გრძნობები იყო ფეხქვეშ გათელილი, განსაკუთრებით ქრისტიანების და მართლმადიდებლების. ეს იყოს შეურაცხმყოფელი მთელი იმ საზოგადოებისა, რომელიც თავის თავს აერთიანებს და აცნობიერებს, რომ ის არის მართლმადიდებლობისა და ქრისტიანობის წარმომადგენელი“, – აღნიშნა კაკაბაძემ.