გურამ მაჭარაშვილი: 26 ოქტომბრის შემდეგ მყისიერად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან

“ბოლო თვეების განმავლობაში, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ხდება, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე მიმართულია საქართველოს ხელისუფლების ე.წ. დაშანტაჟებისთვის”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ვინმეს თუ ჰგონია, რომ საქართველოში ქართველი ხალხი თავის სამშობლოსა და ოჯახებში მშვიდობას ომზე გაცვლის 95 მილიონად ან 95 მილიარდად, ძალიან ცდება.

„ეს ის საზოგადოებაა, რომელმაც სწორად განჭვრიტა ის დეზინფორმაცია, რაც საქართველოზე მოდიოდა, რომ აქ უკრიანიზაცია უნდა მომხდარიყო. ახლა რომ ჩვენ გვასწრებს უკვე რადიკალური ოპოზიცია ე.წ. რუსეთუმეობაში, თურმე ყველაფერი პრაგმატული კარგი ყოფილა საქართველოსთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებამ ეს პოზიცია შეინარჩუნა. ეს ყველაფერი ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვას არ ემსახურება.

საზოგადოებას ჩვენ ვეუბნებით, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად, მყისიერად მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე იხილეთ