არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე: “ენჯეოების” ფულით ატარებენ წინასაარჩევნო შეხვედრებს, ამბობენ, ჯერ კამპანია არ დაწყებულა და ეს არ არის კამპანიის ნაწილიო

“ენჯეოების” ფულით ატარებენ თვითონ წინასაარჩევნო შეხვედრებს, ამბობენ, ჯერ კამპანია არ დაწყებულა და ეს არ არის კამპანიის ნაწილიო”,  – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ თელავში მიმდინარე “დემოკრატიის ფესტივალის” შეფასებისას.

„როდესაც ამნისტიის კანონს ვიღებდით, ოპოზიცია გვეუბნებოდა, ეს წინასაარჩევნო გადაწყვეტილება და კამპანიის ნაწილიაო. ახლა, როდესაც „ენჯეოების” ფულით ატარებენ თვითონ წინასაარჩევნო შეხვედრებს, ამბობენ, ჯერ კამპანია არ დაწყებულა და ეს არ არის კამპანიის ნაწილიო. აქ ჩანს, საზოგადოების მოტყუებას როგორ ცდილობენ და ჰგონიათ, როგორც თვითონ ფიქრობენ, ასე ფიქრობს მთელი საზოგადოება. ეს ასე ნამდვილად არ არის და ვერავინ შეაყრის ჩვენს ხალხს თვალში ნაცარს”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

ასევე იხილეთ