მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: მოახლოებულ არჩევნებთან ერთად დაიწყეს სრულიად შეცვლილი საუბარი მშვიდობასა და ომზე – ახლა საზოგადოებას ეუბნებიან, რომ მშვიდობის ფასი ამ ქვეყნისთვის არაფერია
“მოახლოებულ არჩევნებთან ერთად დაიწყეს სრულიად შეცვლილი საუბარი მშვიდობასა და ომზე”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ოპოზიციის შეცვლილ რიტორიკაზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ უპირატესობა მივანიჭეთ მშვიდობას საქართველოში, ამას გავუფრთხილდით და ამის გამო პრობლემა შეგვექმნა იგივე უკრაინულ მხარესთან. დააკვირდით ბოლო დროს რადიკალურად შემოტრიალებულ პოზიციებს, რომელსაც აფიქსირებს ხან ბატონო გვარამია, ხან ბატონი ვაშაძე. ისინი ადრე ჩვენ გვაკრიტიკებდნენ და ანტიამერიკელებად და ანტიევროპელებად გვასახელებდნენ, ახლა საზოგადოებას ეუბნებიან რომ მშვიდობის ფასი ამ ქვეყნისთვის არაფერია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია საქართველო-რუსეთის სავაჭრო ურთიერთობას სრულიად განსხვავებულად აფასებს და აცხადებს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ვაჭრობით მიღებული სარგებელი ქართველი ხალხის დაკვეთაა.