ბენიამინ ნეთანიაჰუმ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ კატარში მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ კატარში მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციის შემადგენლობა დაამტკიცა.

როგორც მედია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, ნეთანიაჰუმ დაამტკიცა „მოლაპარაკებების წარმართვის მანდატი“, თუმცა არ დაუზუსტებიათ, ისრაელის მხრიდან ვინ მიიღებს მოლაპარაკებებში მონაწილეობას.

აშშ, ეგვიპტე და კატარი მიმდინარე კვირას სამიტს მართავენ, რომელიც მიზნად ისახავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობის დასრულებას, რაც ასევე მძევლების გათავისუფლებასაც ითვალისწინებს. ამ დრომდე „ჰამასი“ აცხადებს, რომ სამიტს არ დაესწრება.

ასევე იხილეთ