ლევან მაჭავარიანი: ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული
“ჩვენი წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად მოსახლეობაზე იქნება ორიენტირებული”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართულის ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„უახლოეს დღეებში ვიწყებთ აქტიურად გასვლას ველზე, სადაც მოსახლეობას კითხვა-პასუხის რეჟიმში შევხვდებით. ჩვენ წარვადგენთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას. მოვუყვებით რა გავაკეთეთ, მოვუყვებით თუ რა გეგმები გვაქვს მომდევნო 4 წელთან დაკავშირებით. დელეგატების თემას რაც შეეხება, 22 დელეგატი უკვე წარდგენილია, თბილისის 8 დელეგატის წარდგენაც, სავარაუდოდ, ამ კვირაში მოხდება“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.