ჩინეთისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებმა ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის უახლოეს მომავალში ახალი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა განიხილეს

JPG edited with https://ezgif.com/resize

ჩინეთისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებმა ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის უახლოეს მომავალში ახალი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი, სამშაბათს ჩინეთში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში სალივანი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვან ის შეხვდა.

მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ვიდეოზარის საშუალებით სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის კონტაქტები შედგება.

„ორივე მხარეს ჰქონდა გულწრფელი, შინაარსობრივი და კონსტრუქციული დისკუსიები ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ასევე იხილეთ