“არსებობს სქემა, როდესაც ხდება ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოფარებული პოლიტიკოსების მხრიდან, პირდაპირი თანხების შემოტანა საზღვარგარეთიდან ქართულ პოლიტიკაში”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, საზღვარგარეთიდან შემოტანილი თანხით საარჩევნო კამპანიის დაფინანსება პირდაპირი დარღვევაა საქართველოს კანონმდებლობის.
„ეს არის ძალიან უხეში დარღვევა კანონის, საარჩევნო პრინციპების და პირდაპირი ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში, შიდა პოლიტიკაში, რაც რა თქმა უნდა, აყენებს ოპოზიციას ძალზედ მძიმე მდგომარეობაში. ვინაიდან მათ არ აქვთ მხარდაჭერა, გარეთ იხედებიან, გარეთ ეძებენ მხარდაჭერას. და რაც ყველაზე საგანგაშოა, არა მხოლოდ მხარდაჭერაზეა საუბარია, აქ ლაპარაკია ფულზე, რომელიც აბსოლუტურად შენიღბულად შემოედინება და იხარჯება საარჩევნო კამპანიისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.