ნუცა ბუზალაძე: მაშინ მიხარია საქართველოში კონცერტის ჩატარებაც და ხალხისთვის სიმღერა, როდესაც ხალხი არის ბედნიერი და ქვეყანაში არის მშვიდობა

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ხალხი ცხოვრობდეს ისეთ გარემოში, სადაც მათთვის უსაფრთხოა ცხოვრება, სადაც მათ შეუძლიათ თავისუფლად აკეთონ ის საქმე, რაც მათ ძალიან უყვართ”, – განაცხადა მცხეთაში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტის დაწყებამდე მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ.

მან ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მაშინ მიხარია საქართველოში კონცერტის ჩატარებაც და ხალხისთვის სიმღერა, როდესაც ხალხი არის ბედნიერი და ქვეყანაში არის მშვიდობა. ასე რომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ხალხი ცხოვრობდეს ისეთ გარემოში, სადაც მათთვის უსაფრთხოა ცხოვრება, სადაც მათ შეუძლიათ თავისუფლად აკეთონ ის საქმე, რაც მათ ძალიან უყვართ და ამაში ხელი არავინ შეუშალოს“, – განაცხადა ბუზალაძემ.

ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება. მუსიკოსები მმართველ პარტიას ღია მხარდაჭერას უცხადებენ. ამჯერად კონცერტები მცხეთასა და ხაშურში იმართება.

ასევე იხილეთ