მომღერალი გელა დონაძე: გვინდა, ევროპულ ოჯახში მოვხვდეთ ღირსებით, მშვიდობით, ჩვენი ერთიანობით!

„გვინდა, ევროპულ ოჯახში მოვხვდეთ ღირსებით, მშვიდობით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი კულტურით, პოლიფონიით, მრავალხმიანობით, ცეკვით და ყველა იმ მიმართულებით, რომელიც თან სდევს ჩვენს ერს ისტორიულად”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ მომღერალმა გელა დონაძემ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, აღნიშნულ ღონისძიებებზე ძალიან პატარა თაობიდან დაწყებული დიდი თაობით დამთავრებული, არის განსაკუთრებული ერთობა.

„დაახლოებით ერთი თვეა, რაც საქართველოს მასშტაბით, რეგიონებში, ქალაქებში იმართება კონცერტები და გვაქვს ძალიან დიდი პატივი, შევხდეთ ჩვენს მსმენელს, ჩვენს ძვირფას საზოგადოებას, საიდანაც მოდის აუარებელი სითბო, ძალიან დიდი სიყვარული, განსაკუთრებული მუხტი.

აღსანიშნავია, რომ ძალიან პატარა თაობიდან დაწყებული, დიდი თაობით დამთავრებული, არის განსაკუთრებული ერთობა.

ძალიან ბევრი მსმენელი გვყავს და ფაქტობრივად, რასაც ვმღერით, ჩვენთან ერთად მღერიან, ჩვენთან ერთად ასრულებენ. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ამ ერთობით, ერთი შემართებით, მაქსიმალურად არის ხაზგასმა იმის, რომ ყველას უნდა მშვიდობიან, ერთიან და ძლიერ სახელმწიფოში იცხოვროს ქართველმა ერმა.

გამოდიან სწორედ ისეთი საქართველოსთვის, სადაც პირველ რიგში არის მშვიდობა, არის ერთიანობა, ერთსულოვნება, არის სიძლიერე და რა თქმა უნდა, გამთლიანებული საქართველო. ჩვენს სათქმელს მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას არ ვეუბნებით. ჩვენი შემოქმედება არის მთელი ქვეყნის, მთელი ჩვენი საზოგადოების, ყველასი, როგორც ფარგლებს შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთ.

გვინდა, ევროპულ ოჯახში მოვხდეთ ღირსებით, მშვიდობით, ჩვენი ერთიანობით, ჩვენი კულტურით, პოლიფონიით, მრავალხმიანობით, ცეკვით და ყველა იმ მიმართულებით, რომელიც თან სდევს ჩვენს ერს ისტორიულად“, – აღნიშნა გელა დონაძემ.

მას ხაზი გაუსვა არჩევნებში მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობასაც.

„ახლა პასიურობა არ შეიძლება. საზოგადოებრივი აზრიც ამაზე მეტყველებს, რომ მაქსიმალურად უნდა ვიდგეთ ქვეყნის გვერდით. გვინდა, რომ ჩვენი შვილების თაობა და მომავალი თაობა ცხოვრობდეს ღირსეულ, მშვიდობიან, დალაგებულ და გამთლიანებულ ქვეყანაში. ჩვენ ამას თუ არ გავაკეთებთ, დიდი დანაშაული იქნება, ყველამ ერთხმად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვინდა ეს დიდი ბედნიერება და ეს ნაბიჯი მომავალი თაობისთვის უნდა გადავდგათ. ევროპულ ოჯახში ჩვენი ფასეულობებით, კულტურით, ჩვენი მრავალხმიანობით უნდა შევიდეთ“, – დასძინა გელა დონაძემ.

ასევე იხილეთ