ტრამპის აზრით, არჩევნები აშშ-ში ისრაელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპის აზრით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება, ისრაელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
მისი თქმით, თუ არჩევნებში მისმა კონკურენტმა „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისმა გაიმარჯვა, ეს ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი იქნება.
„თუ გსურთ იცოდეთ სიმართლე, მე ამის მჯერა. ვფიქრობ, თქვენც გჯერათ. თუ ჩვენ არჩევნებში არ გავიმარჯვებთ, ამას ყველაფერში დიდი შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა ტრამპმა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ 7 ოქტომბერს დაჯგუფება „ჰამასის“ წევრების ისრაელში შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით ტრამპმა და ჰარისმა წინასაარჩევნო კამპანია შეაჩერეს.
ტრამპმა მორიგ ჯერზე დაადანაშაულა „დემოკრატების“ ადმინისტრაცია იმაში, რაც ერთი წლის წინ ისრაელში მოხდა.
„მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი, 7 ოქტომბრის თავდასხმა არასდროს მოხდებოდა. უკანასკნელმა ორმა წელმა დაგვანახა, რომ სისუსტე მხოლოდ ძალადობას და ომს შობს“, – თქვა ტრამპმა.