რამაზ საყვარელიძე: სალომე ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებას” სამაგიეროს უხდის

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის მოსაზრებით, არჩევნების არაღიარებით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ქართულ ოცნებას” სამაგიეროს უხდის იმპიჩმენტის გამო.

“თავის დროზე, ხელისუფლებამ ზურაბიშვილს იმპიჩმენტი დაიწყო, ახლა ამან არ აღიარა და “რუსული არჩევნები” მოაწყვეთო. ახლა ამ დონის ბრძოლა მიდის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებასა შორის. ასეთი ბრალდებების ფონზე, პრეზიდენტმა მსაჯულის სტატუსი დაკარგა. საკმარისია ეთქვა, რომ შემთხვევები პროცედურულად უნდა გადამოწმდესო, ამაში ვერავინ შეეკამათებოდა, რადგან უცხოელებიც გადამოწმებას და გამოძიებას ითხოვენ. ამის მერე შეიძლებოდა იმაზე ლაპარაკი – ეს რუსულია, ფრანგული თუ გერმანული. თან, როცა განსხვავება 40%-ია, იქ ასეთი განცხადებები მით უფრო შეუფერებელია”, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

წყარო: “რეზონანსი”

ასევე იხილეთ