ენტონი ბლინკენი იტალიაში გაემგზავრა, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწრება
ამერიკის სახელმწიფო მდივანი იტალიაში გაემგზავრა, სადაც „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს, რუსეთ-უკრაინის ომს, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოებისა და ჰაიტისა და სუდანის კონფლიქტებს განიხილავს.
ამერიკის პირველი დიპლომატი ვატიკანში რომის პაპთან შეხვედრასაც გეგმავს.