top_leaderboard

გიორგი ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილს ძალიან ცუდი სიტყვები უწოდეს, გალანძღეს და დღესაც ლანძღავენ. მას კი, დაჩემებული აქვს, რომ ქოლგა მისია

„ხელოვნური გაერთიანება, რომელიც ზემოდან თუ გვერდიდან უკარნახეს, ვერ შედგება, რადგან სალომე ზურაბიშვილი არ არის არ არის ის ადამიანი, ვინც სიმპათიით ან ერთ და ან მეორე მხარეს სარგებლობდეს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილს ძალიან ცუდი სიტყვები უწოდეს, გალანძღეს და დღესაც ისევ ლანძღავენ. მას დაჩემებული აქვს, რომ ქოლგა მისია, გარშემო ყველას ევროკავშირის რუკით ხელში შემოიკრებს და სახელმწიფოს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ გაილაშქრებს. ზურაბიშვილს უნდა, რომ ამ დროშით ქუჩაში ირბინოს – ოპოზიციასაც ეს დროშა უნდა. ალეკო ელისაშვილი ამპარტავნებაზე რომ ლაპარაკობს, ცუდია, უზნეობაა, სიყალბე და თაღლითობაა, მაგრამ ეს მისი დამახასიათებელი ნიშანია. შიგნით ფუთფუთია – ერთმანეთს მას შემდეგ კბენენ, რაც დაფინანსების მთავარი რესურსები გამოეცალათ. უნდათ, რომ ამ პოლიტიკური მოძრაობის ზედაპირზე დარჩნენ. ეს ხალხი ქვეყნის წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდია – ერთმანეთზე რას ამბობენ, მნიშვნელობა არ აქვს“, – აცხადებს ვოლსკი. 

ასევე იხილეთ