logo_geo
ბორჯომში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს
- +

9 მარტი. 2024. 12:07

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

 

სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საამქრო ავტოფარეხში ჰქონდა დამონტაჟებული. ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, საამქროს ტეროტორიაზე, უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 6 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) აღმოაჩინეს.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, აღნიშნული სახერხი საამქრო დაილუქა. უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე კი, ბორჯომის „საქმიან ეზოშია“ გადატანილი.

 

ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

big_banner
არქივი