logo_geo
ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის საქმეზე 51-ე სკოლის დირექტორი, სასწავლო ნაწილის გამგე და მოსწავლეები დაიკითხებიან
- +

13 დეკემბერი. 2018. 13:13

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ. ღ-ს სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს.

 

დღევანდელ სასამართლო პროცესზე 11 მოწმეს დაჰკითხავენ, მათ შორის, 51-ე სკოლის დირექტორს, სასწავლო ნაწილის გამგესა და აღნიშნული სკოლის მოსწავლეებს.

 

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ. ღ. ივლისში დააკავეს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ დ. ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

 

კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ. ღ -მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ. ჯ და მ. კ, რა დროსაც მ. კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ. კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.

 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ. ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი