logo_geo
პოლიციაში იმ სამშენებლო კომპანიის დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლის აშენებულ კორპუსშიც გუშინ აფეთქება მოხდა
- +

17 იანვარი. 2019. 14:52

 

დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებაში სამშენებლო კომპანია „ელ ჯგუფის“ ხელმძღვანელის გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა მიმდინარეობს. „ელ ჯგუფი“ ის კომპანიაა, რომელმაც საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, გრძელდება ასევე მოქალაქეების გამოკითხვა. ამ დრომდე მიმდინარეობს ასევე „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლების გამოკითხვა.

 

დიდ დიღომში აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი