logo_geo
სააპელაციო სასამართლოში თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის პროცესი გაიმართება
- +

14 მარტი. 2019. 10:45

 

თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ლადო გრიგალაშვილის საქმეზე პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში დღეს გაიმართება.

 

სხდომა 16:00 საათზე ჩატარდება.

 

საქმე ეხება, 2018 წლის 22 თებერვალს, განსაკუთრებული სისასტიკით ანა ნაცვლიშვილის მკვლელობას. გამოძიების ინფორმაციით, ლადო გრიგალაშვილმა შეყვარებული სახლიდან გაიყვანა და დანით 33 ჭრილობა მიაყენა. თავისა და კისრის არეში მიყენებული სასიკვდილო ჭრილობებით ანა ნაცვლიშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

 

აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ლადო გრიგალაშვილს უვადო პატიმრობა შეუფარდა.

 

 

 

big_banner
არქივი