logo_geo
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
- +

25 მარტი. 2019. 14:54

 

 

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. პოლონური მედიის ცნობით, ინციდენტი ლიპნიცას დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მოკლული  24 წლისაა.

 

საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 38 წლის მამაკაცი დაშავებულია.

 

ჟურნალისტების ცნობით, ჩხუბი ლიპნიცაში მცხოვრებ საქართველოსა და  უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა.

 

ინციდენტის მონაწილეებმა ცივი იარაღი გამოიყენეს.

 

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

 

 

big_banner
არქივი