logo_geo
ბათუმის ბულვარში დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა
- +

19 ოქტომბერი. 2022. 11:44

 

 

ბათუმში, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა.

 

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მას მანქანიდან ესროლეს. სროლის დროს ჩაიმსხვრა მინები, რის შედეგადაც დაშავდა კიდევ 3 ადამიანი, ისინი კლინიკებიდან მალევე გაწერეს.

 

არსებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

 

 

big_banner
არქივი