logo_geo
პროკურატურა ქალზე ძალადობაში ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს
- +

25 ოქტომბერი. 2023. 22:13

საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ქალზე ძალადობაზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას და გადაწყვეტილებას ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

 

 

მათივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის მიმართ ძალადობა განახორციელა.

 

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა.

 

 

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახედ გირაო 10.000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, რაც პროკურატურის მიერ კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

 

 

big_banner
არქივი