logo_geo
„თბილისი პრაიდი“ დონორებს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივაზე: უზრუნველვყოთ კოორდინირებული ქმედება, როცა ამის დრო დადგება, როგორც ეს გასულ წელს, მარტის პროტესტების დროს გავაკეთეთ
- +

9 მარტი. 2024. 11:30

 

 

„ქრონიკამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა ოპოზიციის სტრატეგია, რომელსაც ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე პარტიები მიჰყვებიან და რასაც „თბილისი პრაიდი“ ათანხმებს საერთაშორისო პარტნიორებთან.

 

წერილიდან ირკვევა, რომ „თბილისი პრაიდი“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გეგმავს.

 

„თავიდან ავირიდოთ საჯარო კომენტარების გაკეთება ან „ქართული ოცნების“ ნარატივში საჯაროდ ჩართვა იქამდე, ვიდრე კანონპროექტი შემუშავდება და გასაჯაროვდება. ჯერ არ გვსურს ამ თემის გარშემო საჯარო დისკუსიისა და დებატების დაწყება. შესაბამისად, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა თავი შეიკავონ საჯაროდ საუბრისგან იქამდე, ვიდრე მოგვეცემა კანონპროექტის გადახედვის და თქვენთვის დამატებითი რეკომენდაციების მოცემის შესაძლებლობა. თუკი კანონპროექტი განხორციელდება, ჩვენ დავიწყებთ მის საწინააღმდეგო კამპანიას, ფართო სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. უზრუნველვყოფთ, რომ ეს საკითხი გასცდეს მხოლოდ „ლგბტ პროპაგანდის“ ჩარჩოს და მოიცვას ადამიანის უფლებები, დემოკრატია და საქართველოს ევროპული მომავალი. მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენი სტრატეგიული მიდგომის თაობაზე, მათ შორის ჩვენს საკომუნიკაციო გეგმას. ვაცნობოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მიმდინარე მოვლენების შესახებ, უზრუნველვყოთ კოორდინირებული ქმედება, როცა ამის დრო დადგება, როგორც ეს გასულ წელს, მარტის პროტესტების დროს გავაკეთეთ. გთხოვთ, რომ დაგვიდგეთ გვერდში, მოგვისმინოთ და დაელოდოთ შემდგომ რეკომენდაციებს ადგილზე მოქმედი ლგბტქ+ ორგანიზაციებისგან. თქვენი მხრიდან გაგება, მხარდაჭერა და ადვოკატირება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ამ რთულ გარემოში ნავიგაციისთვის“, - აღნიშნულია წერილში.

 

https://imedinews.ge/ge/politika/327743/qronikam-eqskluziurad-moipova-opozitsiis-strategia-romelsats-lgbt-propagandis-tsinaagmdeg-brdzolis-sakitkhze-partiebi-mihkvebian-da-rasats-tbilisi-praidi-atankhmebs-saertashoriso-partniorebtan?fbclid=IwAR1FPhCAx-BH_MxpRqfGh1d_r-8mSHtlT3_hIjbYK3mXCTqRkMKeCv2zRns

 

 

big_banner
არქივი