logo_geo
დაცული ტერიტორიების სააგენტო საერთაშორისო სათავგადასავლო ტურისტულ გამოფენაზე „Travel and Adventure Show 2024“ იყო წარმოდგენილი
- +

19 მარტი. 2024. 11:32

 

 

დაცული ტერიტორიების სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიაში, საერთაშორისო სათავგადასავლო ტურისტულ გამოფენაზე „Travel and Adventure Show 2024“ იყო  წარმოდგენილი. მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო.

 

„მსგავსი მასშტაბის გამოფენაში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა საქართველოს და მისი უნიკალური ბუნების პოპულარიზაციისთვის, ასევე, ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების აქტიური მოზიდვის ხელშეწყობისთვის. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ მსოფლიოს წამყვანი ტურისტული კომპანიები; ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღნიშნულ კომპანიებს სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია საქართველოს ეკოტურისტული პოტენციალის შესახებ“, - აღნიშნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

 

გამოფენის „Travel and Adventure Show 2024“ მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ; დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ საქართველოს დაცული ტერიტორიებზე, ვირტუალური სათვალეების საშუალებით გასცნობოდნენ საქართველოს უნიკალურ ბუნებას. საქართველოს ეროვნული პარკების და სათავგადასავლო მიმართულებების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა, მოეწყო პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები.

 

„Travel and Adventure Show“ ტურიზმის სფეროში მსოფლიო მასშტაბის ღონისძიებაა. 19 წლიანი ისტორიის განმავლობაში, აღნიშნულმა გამოფენამ დააკავშირა 2,5 მილიონზე მეტი მოგზაურობის მოყვარული, 15 000-ზე მეტი ტურისტულ სექტორში მოღვაწე კომპანია და ათასობით სამოგზაურო მედია და მარკეტინგული არხი.

 

big_banner
არქივი