logo_geo
დავით მუხიგული: დოდო გუგეშაშვილი გონზე როცა მოდის, შვილს კითხულობს
- +

8 თებერვალი. 2018. 15:39



დოდო გუგეშაშვილის მეგობარმა დავით მუხიგულმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ გუგეშაშვილი უცხოს კარს არ გაუღებდა.


მისივე თქმით, დოდო გუგეშაშვილს ანტიბიოტიკებს უკეთებენ, რათა სეფსისი არ განვითარდეს. როგორც მან აღნიშნა, ამ დრომდე არც ერთ მეგობარს არ მოუნახულებია პაციენტი.

 

„მე ვიყავი რეანიმაციის პალატასთან, ექიმსაც ვესაუბრე. ტყვიის ჭრილობა არის ძალიან მძიმე. რაც მთავარია, არტერიას აცდა", - განაცხადა მუხიგულმა.


მისივე თქმით, დოდო გუგეშაშვილი გონზე როცა მოდის, შვილს კითხულობს.

 

„გონზე მთლად მოსული არ არის. თუ გონზე მოდის, პირველი შეკითხვა არის - შვილი როგორაა", - განაცხადა დავით მუხიგულმა.


ვერსიებზე გუგეშაშვილის მეგობარი ვერ საუბრობს, ასევე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ დოდო გუგეშაშვილმა თავდამსხმელის ვინაობა ვინმეს უთხრა.


„ერთი ვიცი, რომ აქ რომ მოვიდა, თავის სამეგობროს უთხრა, ბიჭს მიმიხედეთო", - განაცხადა მუხიგულმა.


 

big_banner
არქივი