logo_geo
ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ტიპის ქართული და უცხოური ბარათებით იქნება შესაძლებელი
- +

27 აპრილი. 2018. 03:17

 

 

„თბილისში, 15 სექტემბრიდან, ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით იქნება შესაძლებელი” , - ამის შესახებ „საქართველოს ბანკში“ განაცხადეს.

 

„ტენდერის პირობების შესაბამისად, მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან შესაძლებელი იქნება თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტში ყველა ტიპის ქართული და უცხოური VISA და MasterCard ბარათებით მგზავრობის საფასურის გადახდა. მითითებული თარიღიდან გაეშვება განახლებული სისტემა", - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, თბილისის მერიის მიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემის მოდერნიზაციისთვის გამოცხადებულ აუქციონში „საქართველოს ბანკმა“ გაიმარჯვა. „საქართველოს ბანკმა“ გაბილეთიანების  სისტემის ოპერირების უფლება 10 წლის ვადით მიიღო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი