logo_geo
მაშველებმა მტკვარში 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს, 20 წლის ახალგაზრდას კი ეძებენ
- +

2 აგვისტო. 2018. 13:31

 

თბილისში, სამგორის რაიონში მტკვარში მაშველებმა 25 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

 

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ამ დრომდე მიმდინარეობს 20 წლის ახალგაზრდის ძებნა.

 

20 და 25 წლის ახალგაზრდები ძმები იყვნენ.

 

საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ე.წ. ზეემკას დასახლებაში სამძებრო სამუშაოები გუშინ, 15:00 საათზე დაიწყო, ღამით ცუდი ხილვადობის გამო შეწყდა და დღეს დილიდან განახლდა.

 

ადგილზე 25 მაშველი და მყვინთავები მუშაობენ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი